ქართულ ხელოვნებაში გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი დარგი, რომლებიც დღითი-დღე ვითარდება და ქართულ კულტურას უფრო ამდიდრებს. ეს დარგებია: ხუროთმოძღვრება, ქვის რელიეფი, კედლის მხატვრობა, ხელნაწერი წიგნები, მინანქარი, ჭედურობა, ხატწერა...
ქართული ტაძართმშენებლობა, სულ ცოტა, ლიხის გაღმა-გამოღმა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრების თანადროულია. იმხანად,ქრისტეს აქეთ IV საუკუნეში, მსოფლიო ეკლესიას უკვე შემუშავებული ჰქონდა ღვთისმსახურებისა და მის ამა თუ იმ სახეობათა შესაბამისი ნაგებობათა ტიპებიც.
საუკუნეების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი შექმნილა ტაძართმშენებლობაში. რომელთაგანაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნიკორწმინდის ტაძარი.
საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა ქართულუ ხუროთმოძღვრება და ჩემი აზრით, ეს პროცესი დააგვირგვინა წმინდა სამების საკათედრო ტაძარის მშენებლობამ, რომელიც XXI საუკუნის უდიდეს ქმნილებად მიმაჩნია.
ქართული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია ჭედურობა. რომლის უძველესი ნიმუშები მე-7ე, მე-8-ე საუკუნეებით თარიღდება. ამ დარგის ყველაზე ცნობილი ნიმუშია ხახულის ღვთისმშობლის ხატი.
ჭედურობა არ შემოიფარგლება მხოლოდე საეკლესიო ვაკეთობებით. ამ დარგში შექმნილია უამრავი დეკორატიული ნაკეთობებიც.
ქართული ხელოვნების განუყოფელი ნაწილია ტიხრული მინანქარი. რომლის შემოქმედებიოთი "აფეთქების" ხანად X და XII-XIII საუკუნეები ითვლება, პერიოდი, როდესაც მოგვაწეობდნენ იმ პერიოდისთვის ცნობილი ოქრომჭედლები ბექა და ბეშქენ ოპიზრებ.
დღეაც აქტიურად იქმნება მინანქრის ნიმუშები, სუვენირების, სამკაულების, ხატებისა და ჯვრების სახით.
ხატწერა - ქართული ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული მხატვრული კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ქრისტიანული ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად , მართლმადიდებლობის წიაღში ჩასახულმა და განვითარებულმა ხატწერის ხელოვნებამ ჩვენში დამკვიდრებისა და განვითარებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი ჰპოვა.
დღესაც აქტიურად ვითარდება ეს დარგი. ჩემი აზრით, ჩვენს ეპოქაში, საქართველოში, გამორჩეული ხატმწერია საქართველს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
ქართული ნაქარგობა ხელოვნების იმ დარგთაგანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ამა თუ იმ ეპოქის ქართული საზოგადოების გემოვნება, ინტერესები, კულტურისა და ხელოვნების ხასიათი.
ქართული საეკლესიო ნაქარგობის იკონოგრაფია ჩვენში მთელ სამართლმადიდებლობასთან , პირველ ყოვლისა, ბიზანტიურთან საზიაროა.
ასევე საქართველოს თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელია ნაქარგობის სხვადასხვა სტილი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ხევსურული ნაქარგობა.